ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


26 June 2017
სამართლის სკოლის საზაფხულო სკოლები

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით, ბათუმში ტრადიციული საზაფხული სკოლები ჩატარდა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

საჯარო სამართლის მიმართულების ორგანიზებით საზაფხულო სკოლა 14-19 ივნისს გაიმართა. მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება გაეღრმავებინათ ცოდნა კონსტიტუციური მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და გაცნობოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაციულ სტრუქტურასა და ინფრასტრუქტურას.

რაც შეეხება კერძო სამართლის მიმართულებას, სამართლის სკოლის კერძო სამართლის მიმართულების ორგანიზებითა და იურიდიული კომპანია „სამართლის სახლის“ თანამონაწილეობით ბათუმში 21-25 ივნისს გაიმართა საზაფხულო სკოლა.

მონაწილეებმა ჯგუფური მუშაობისა და საინტერესო საქმეების განხილვის შედეგად შეძლეს გაცნობოდნენ დაუსწრებელი გადაწყვეტილების აქტუალურ საპროცესო-სამართლებრივ საკითხებს.

ასევე, საინტერესო იყო პრაქტიკული მხარე, რომელიც ითვალისწინებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში რეალური სარჩელის წარდგენას და შემდეგში სარჩელის რეგისტრაციის საკითხების განხილვას. აღნიშნული სკოლის ფარგლებში სტუდენტები ასევე ესტუმრნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი